Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » მეგრული ხაჭაპური /megruli xachapuri(kulinaria, receptebi)
7:01 PM
მეგრული ხაჭაპური /megruli xachapuri(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრამი ხაჭაპურის ცომი
100 გრამი ფქვილი
2 ცალი კვერცხი
70 გრამი კარაქი
200 გრამი სულგუნი
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე
. 2. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.
3. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.
4. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი (იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.
5. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული
. 6. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 881 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, ხაჭაპური, receptebi, comeuli, ცომეული. სამზარეულო, xachapuri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.