Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 2 » მინიატურული პიცები/miniatiruli picebi(kulinaria,receptebi)
6:53 PM
მინიატურული პიცები/miniatiruli picebi(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
ერთ ნახევარი ჭიქა ფქვილი
150 მლ. რძე
3 ს/კ მშრალი საფუარი
3 ს/კ მცენარეული ზეთი
250 გრ. ლორი
150 გრ. სოკო შამპინიონი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
ნახევარი თავი სასალათე ხახვი
250 გრ. ყველი მოცარელა
5 ს/კ ტომატის სოუსი
ნახევარი კონა მწვანილი 1 კბილი ნიორი მარილი, წიწაკა გემოვნებით 1 მწიკვი შაქარი
 ~ მომზადების წესი ~
1. ცომი:
თბილ რძეში გაალღვეთ საფუარი, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ პიცის ცომს სუფთა ტილო და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.
 2. სოუსი:
ტომატის სოუსს/კეტჩუპს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, გატარებული ნიორი, დარჩენილი 1 ს/კ მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა და შაქარი, კარგად აურიეთ.
3. ზემოდან მოსაწყობად:
ლორი, სოკო, წითელი ბულგარული წიწაკა და სასალათე ხახვი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი მოცარელა
. 4. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. განიერი ლამბაქით გამოჭერით რგოლები, წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
 5. აცხვეთ პიცები 200°C -ზე 10-12 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 1066 | დაამატა: balu | ტეგები: პიცა, Kulinaria, რეცეპტები, როგორ მოვამზადოთ პიცა, receptebi, ცომეული, comeuli, Pica | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.