Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 17 » ნამცხვარი ჩაისთან /namcxvari chaistan (kulinaria, receptebi )
3:07 PM
ნამცხვარი ჩაისთან /namcxvari chaistan (kulinaria, receptebi )

რეცეპტის ინგრედიენტები:
340 გრამი უმარილო კარაქი/მარგარინი
3/4 ჭიქა საკონდიტრო/დაფქული შაქარი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 მთელი 1/2 ჭიქა დაფქული ნუში
4 მთელი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
3 ჭიქა გაცრილი ფქვილი
1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად
 ~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F).
2. თასში გათქვიფეთ კარაქი/მარგარინი დაფქულ შაქართან ერთად. ჩაუმატეთ მარილიც და თქვიფეთ ერთგვაროვანი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ დაფქული ნუში, ვანილის ექსტრაქტი და გათქვიფეთ. ბოლოს კი, ჩაუმატეთ 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი და კარგად შეურიეთ. კომპაქტური ცომის მოსაზელი ამ პროცესებში დიდ დახმარებას გაგიწევთ
. 3. წაისვით ცოტაოდენი ფქვილი ხელებზე, დაიდეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ცომი ხელის გულზე და აგორგოლავეთ ხელებს შუა სანამ პატარა ბურთის ფორმას არ მიიღებს(შეგიძლიათ ნამგალა მთვარის ფორმაც მიცეთ). დაალაგეთ ნამცხვრები უცხიმო საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, ნუ დაბრაწავთ. გამოცხობის შემდეგ ცოტათი შეაგრილეთ და მოაყარეთ 1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1075 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, tkbileuli, desertebi kulinaria, receptebi კულინარია, ტკბილეული, დესერტების მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.