Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 10 » ნამცხვარი ირლანდიურად/namcxvari irlandiurad(kulinaria, receptebi)
8:11 PM
ნამცხვარი ირლანდიურად/namcxvari irlandiurad(kulinaria, receptebi)

ნამცხვარი მზადდება 40-50 წუთში; გამოდის 10 ნაჭერი
; რეცეპტის ინგრედიენტები:

115 გრამი დარბილებული ქარაქი/მარგარინი
1 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
1½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1¾ ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი(საცხობი ფხვნილი)
½ ჩაის კოვზი მარილი
½ ჭიქა რძე
¼ ჭიქა შაქრის პუდრა

~ მომზადების წესი ~
 პირველი ეტაპი
: გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); ტაფას ან მრგვალ ყალიბს(22-23სმ⌀) მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. მეორე ეტაპი: საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ სათითაოდ ჩაუმატეთ ორი კვერცხი და ბოლოს ვანილი. ერთმანეთს ჯერ ცალკე შეურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შემდეგ ეს მშრალი ნარევი რძესთან მონაცვლეობით ჩაუმატეთ(ფქვილი-რძე-ფქვილი-რძე) კრემისებურ მასას. თუ ცომი მყარი გამოგივათ ნაცვლად თხევადისა, მაშინ ერთი-ორი სუფრის კოვზი რძე დაუმატეთ
 მესამე ეტაპი: მიღებული ცომი გადაიტანეთ ყალიბში და აცხვეთ 30-35 წუთი. გამოცხობის შემდეგ ყალიბითვე/ტაფითვე დადგით ცხაურზე გასაცივებლად. ამოაპირქვავეთ თეფშზე გადმოსაღებად და მოაყარეთ შაქრის პუდრა
 კალორიულობა: 273კ.კალ. ქოლესტერინი: 68მ.გ. ცხიმები: 10.7გ. პროტეინი: 4გ.

კატეგორია: ნაციონალური კერძები | ნანახია: 992 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, ნამცხვრები, ნამცხვრების მომზადება, namcxvris receptebi, namcxvrebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.