Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 10 » ოჯახური/ojaxuri(kulinaria, receptebi)
8:51 PM
ოჯახური/ojaxuri(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1/2 კილოგრამი ღორის ხორცი
400 გრამი კარტოფილი
3 საშუალო ზომის თავი ხახვი
2 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი
2 ს/კ ღვინის ძმარი
60 მილიგრამი თეთრი ღვინო
50 მილიგრამი ზეთი
1 ს/კ ტომატი
1/4 ს/კ დაფქული ქინძი
4 დაფნის ფოთოლი პილპილი და მარილი გემოვნებით
ყველაფერი ხორცის ჩაბასტურმებით იწყება…
1. დაჭერით ღორის ხორცი საშუალო ზომის კუბებად; დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად; ხორცი და ხახვი ჩაყარეთ თასში და ხელით ამოურიეთ. დაუმატეთ არაჟანი, ტომატი, ქინძი, დაფნის ფოთლები, 10 მილიგრამი ღვინო, ძმარი, მარილი და პილპილი; კარგად აურიეთ, თასს დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 12 საათის განმავლობაში.
2. ბასტურმა გადაიტანეთ ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ, დაუმატეთ 50 მილიგრამი ღვინო და 30 მილიგრამი წყალი. დროგამოშვებით ურიეთ. წყალი და ღვინო დაშრობას რომ დაიწყებს, უფრო ხშირ-ხშირად ურიეთ.
3. კარტოფილი გათალეთ და მომცრო ზომის კუბებად დაჭერით. ცალკე ტაფაში ჩაასხით ზეთი, ტაფა რომ გაცხელდება ჩაყარეთ კარტოფილი და შეწვით მაღალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში.
4. ხორცის შეწვა გააგრძელეთ მანამ, სანამ წყალი და ღვინო ბოლომდე არ დაშრება. ამის შემდეგ კიდევ 3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ მაღალ ცეცლხზე და შეუწყვეტლად ურიეთ – ასე ხორცი გარედან დაიბრაწება, შიგნიდან კი რბილი ინქება. ოჯახურიც მზად არის! ტაფითვე მიიტანეთ სუფრაზე. ხორცს გვერდიდან შემოუწყვეთ კარტოფილი და მოაყარეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი. გემრიელად მიირთვით!
 

კატეგორია: ხორცეული | ნანახია: 1198 | დაამატა: balu | ტეგები: xorciani kerzebi, Kulinaria, რეცეპტები, ხორცეული ხორცის კერძები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.