Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 2 » პიცა კვერცხით/pica kvercxit(kulinaria, receptebi)
7:25 PM
პიცა კვერცხით/pica kvercxit(kulinaria, receptebi)

მასალა
1კგ. ცომისთვის
:
700 გრ. ხორბლის ფქვილი
200 მლ. წყალი
100 მლ. ზეთი
20 გრ. საფუარი
1,5 ჩ/კ მარილი
 სხვა მასალა:
5 თავი ხახვი
50 გრ. ნაღების კარაქი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
75 გრ. არაჟანი
50 გრ. გახეხილი ყველი
10 ცალი ზეთისხილი (სურვილისამებრ)
2-3 ცალი პამიდორი ან ტომატის პასტა
გემოვნებით – პილპილი და მარილი
~ მომზადების წესი ~
1) ფქვილით, თბილ წყალში გახსნილი საფუარით, მარილითა და ზეთით მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 1-2 საათით. როცა ცომი აფუვდება, შეაზილეთ ცოტაოდენი ფქვილიც (ცომი უნდა იყოს რბილი და ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ).
2) დაკეპილი ხახვი კარაქში მოდაღეთ, მოაყარეთ პილპილი და მარილი
. 3) გრძლად დაჭრილი კვერცხი და გახეხილი ყველი ფრთხილად აურიეთ არაჟანში
. 4) 300 გრამი ცომი გააბრტყელეთ და დადეთ ტაფაზე. ცომის დარჩენილი მასა გადაინახეთ შემდეგი პორციის გამოსაცხობად. ტაფაზე გაბრტყელებულ ცომზე გადაანაწილეთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ არაჟნიანი მასა და გააჩერეთ 15 წუთით. მასზე ქულებად გადაანაწილეთ ტომატის პასტა ან რგოლებად დაჭრილი პამიდორი. ასევე ზეთისხილის 10 ნაყოფიც სურვილისამებრ.
5) პიცა შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში და აცხვეთ მომზადებამდე, საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში. მიირთვით გემრიელად

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 838 | დაამატა: balu | ტეგები: პიცა, Kulinaria, რეცეპტები, ცომეული, Pica | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.