Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » ფორთოხლის ნამცხვარი /fortoxlis namcxvari (kulinaria, receptebi)
8:41 PM
ფორთოხლის ნამცხვარი /fortoxlis namcxvari (kulinaria, receptebi)

მასალა ბისკვიტისთვის:
 3 კვერცხი
100 გ შაქარი
50 გ კანგაცლილი დაფქული ნუში
50 გ ფქვილი
 სხვა მასალა:
3/2 ს.კ. ფქვილი
1 ჩ.კ. სახამებელი
1 ჩ.კ. რძის ფხვნილი
1 მწიკვი მარილი
450 მლ ფორთოხლის წვენი
3 ს.კ. შაქარი
3 ფორთოხალი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
200 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
4 ს.კ. ფორთოხლის ჟელე
2 ს.კ. გახეხილი ნუში
პერგამენტი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში პერგამენტი ჩააფინეთ.
კვერცხს და შაქარს ურიეთ გათეთრებამდე (მინიმუმ 5 წუთი). დაუმატეთ ერთმანეთში არეული ნუში და ფქვილი. ჩაასხით მიღებული ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 20 წუთით. გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ პერგამენტი და გააცივეთ.
-- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, სახამებელი, რძის ფხვნილი, მარილი და გახსენით 50 მლ ფორთოხლის წვენში. დარჩენილ წვენს შეურიეთ შაქარი და გააცხელეთ, შეურიეთ გახსნილი ნარევი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით, თან ურიეთ
. მიღებული პუდინგი გადმოდგით და გააცივეთ.
გაფცქვენით ფორთოხალი, მოაცილეთ თეთრი გარსიც, დაჭერით თხელ ნაჭრებად სიგანეზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა
. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე, დაუმატეთ თითო-თითო კოვზი ფორთოხლის პუდინგი.
ბისკვიტი დაფარეთ ფორთოხლის მიღებული კრემით და ზემოდან მრგვლად მოაწყვეთ ფორთოხლის ნაჭრები.
ფორთოხლის ჟელე გაატარეთ საცერში და წაუსვით ფორთოხლის ნაჭრებს.
ნუში ოდნავ მოხალეთ უცხიმო ტაფაზე და ნამცხვრის გვერდები მისით მორთეთ.

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1936 | დაამატა: balu | ტეგები: დესერტები, Kulinaria, რეცეპტები, ნამცხვარი, tkbileuloba kulinaria, namcxvrebi, ტკბილეულობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.