Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » ფორთოხლის ფუნთუშები /fortoxlis funtushebi (kulinaria receptebi)
8:26 PM
ფორთოხლის ფუნთუშები /fortoxlis funtushebi (kulinaria receptebi)

გამოდის 12 ცალი ფუნთუშა
ინგრედიენტები:
1¼ ჭიქა რძე, 115°-მდე გაცხელებული
1 შეკვრა(8 გრამი) მშრალი აქტიური საფუარი
⅓ ჭიქა შაქარი
2+16 სუფრის კოვზი დარბილებული უმარილო კარაქი
1+½ ჩაის კოვზი გრანულირებული მარილი
1 ცალი კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
4 ჭიქა ფქვილი
½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
⅓ ჭიქა ფორთოხლის კანის ანათალი(გამოდის დაახლოებით 3-4 ფორთოხლისგან)
3 ჭიქა საკონდიტრო შაქარი
1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ექსტრაქტი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი

----: ცომი:
დიდი ზომის თასში მიქსერის დახმარებით შეურიეთ საფუარი რძეს. გადადგით 10 წუთით, სანამ ქაფს არ გაიკეთებს. შემდეგ ჩაუმატეთ შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კვერცხი; ჩაუმატეთ ფქვილიც და საუკეთესო შედეგის მისაღებად ხელით მოზილეთ ცომის ერთგვაროვანი მასა. შეფუთეთ კულინარიული ცელოფნით და დაელოდეთ 1½ საათით, სანამ ცომი ზომაში არ გაორმაგდება
. შიგთავსი:
ამასობაში ერთმანეთს ისევ მიქსერით შეურიეთ(მაღალი სიჩქარით) ყავისფერი შაქარი, 16 სუფრის კოვზი კარაქი და ფორთოხლის წვრილად გახეხილი კანი(ამას დაახლოებით 2 წუთი დაჭირდება); შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ½ ჩაის კოვზი მარილი, საკონდიტრო შაქარი და ექსტრაქტები; ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 2 წუთი. მიღებული მასის მცირე ნაწილს, დაახლოებით ¼ ჭიქას, ცალკე ჯამში შეურიეთ ფორთოხლის წვენი და ცხობის შემდეგ ფუნთუშებს მოაცხეთ ზევიდან.
---- ცომის მასა მოათავსეთ საცხობ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 18×10 მართკუთხედად. მალევე გაანაწილეთ მასზე შიგთავსი და ერთ-ერთი გვერდიდან გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოებში მოაჭერით ცომი და დაჭერით რულეტი 12 თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ ისინი 9×13 ზომის ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელში(დაალაგეთ ჰორიზონტალურად), გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი მინიმუმ 6 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად(შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამით).
--- გააცხელეთ ღუმელი 375°-ზე. მოაცილეთ ცელოფანი ფუნთუშებს და აცხვეთ 25 წუთით, სანამ მოოქროსფერ-მოყავისფრო არ გახდება. მოასხით გასაფორმებლად მომზადებული მასა და მიირთვით გემრიელად!

კატეგორია: ტკბილეული | ნანახია: 1259 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, ფუნთუშების მომზადება, tkbileuli, Kulinaria, receptebi, ტკბილეული, funtushebi, დესერტები კულინარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.