Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 3 » ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი/yvavilovani kombostos sacivi(kulinaria, receptebi)
8:16 PM
ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი/yvavilovani kombostos sacivi(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ცალი საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
3 თავი თეთრი ხახვი
300 გრამი ნიგოზი
4 კბილი ნიორი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა
1 სუფრის კოვზი ძმარი
4 სუფრის კოვზი ზეთი
ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ
მარილი გემოვნებისამებრ
ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
~ მომზადების წესი ~
1. გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაანაწევრეთ ღეროებად. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
2. ამასობაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.
3. დაჭერით ხახვი თხელ რგოლებად და საშუალო ცეცხლზე შეწვით ზეთში, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ ჩაუმატეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და შეწვით დამატებით 5 წუთით. თან დროგამოშვებით ურიეთ.
4. ხახვში მომზადებულ ყვავილოვანი კომბოსტოს მოასხით ნიგვზიანი მასა, აცალეთ კარგად გაცივება და გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: სამარხვო კერძები | ნანახია: 1106 | დაამატა: balu | ტეგები: კულინარია, სალათები, salatebi yvavilovani kombostos saci, receptebi, ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.