Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 3 » საახალწლო გლინტვეინი/saaxalwlo glitveini(kulinaria, receptebi)
7:24 PM
საახალწლო გლინტვეინი/saaxalwlo glitveini(kulinaria, receptebi)

ინგრედიენტები:
2 ცალი ფორთოხალი
 750მლ წითელი ღვინო
750მლ თეთრი ღვინო
1 ცალი 7სმ სიგრძის ახალი კოჭა(ჯანჯაფილი)
3 ჩხირი დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/3 ჭიქა (60გ) ყავისფერი შაქარი, უფრო მეტი -გემოვნებით
 პირველი ეტაპი
: ბასრი დანით ან ბოსტნეულის სათლელით ფორთოხალს ფრთხილად მოაცილეთ კანი ზოლებად. შემდეგ დიდ და ღრმაძირიან ქვაბში ჩაწურეთ მათი წვენი. იმავე ქვაბში ჩაასხით წითელი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჩაუმატეთ ფორთოხლის კანის ზოლები, გათლილი და თხლად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირები, მიხაკი და ყავისფერი შაქარი. მოურიეთ შაქრის გასალღობად
. მეორე ეტაპი
: ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ! დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ქვაბი 1 საათით, რომ კარგად შეზავდეს ღვინო. უფრო მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ გემოვნებით ჩაუმატოთ ყავისფერი შაქარი. ბოლოს გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. მიირთვით ცხლად, დატკბით და გათბით! 

კატეგორია: სასმელები | ნანახია: 1567 | დაამატა: balu | ტეგები: sasmelebi, გლიტვეინი, რეცეპტები, Kulinaria, glitveini, სასმელები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.