Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 4 » საშობაო ღვეზელი/sashobao gvezeli(kulinaria,receptebi)
9:12 PM
საშობაო ღვეზელი/sashobao gvezeli(kulinaria,receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
300 მილილიტრი წყალი ან რძე
1.5 სუფრის კოვზი საფუარი
600+300 გრამი ფქვილი
50 გრამი ზეთი
1 ჩაის კოვზი შაქარი 1 ჩაის კოვზი მარილი
700 გრამი იმერული ყველი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი წყალი/რძე
~ მომზადების წესი ~
1. შეათბეთ წყალი/რძე 35C გრადუსამდე, შეურიეთ მარილი და გახსენით საფუარი
. 2. ჩაყარეთ 600 გრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუარიანი წყალი/რძე და ზეთი. ღვეზელისთვის ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად, ჩაუმატეთ შაქარიც. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეფუთეთ და 2 საათით დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად.
3. შემდეგ ჩაუმატეთ ცომს 150-200 გრამი ფქვილი და ერთხელაც მოზილეთ. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გაყავით მიღებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად. შეფუთეთ(გადააფარეთ კულინარილი ცელოფანი) და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წუთით.
4. დაფშხვენით ყველი. 4 ცალი მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ხელით გააბრტყელეთ ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილეთ ყველი და განათავსეთ კვერცხის ორი ნაჭერი. ზევიდან გადმოაკეცეთ ცომის მეორე ნახევარწრე და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარით პირი
. 5. განაცალკევეთ ერთი კვერცხის გული ცილისგან. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე და კარგად გათქვიფეთ
. 6. მოაყარეთ ფქვილი საცხობ ლანგარს, განათავსეთ მასზე ნახევარმთვარისებური ი ღვეზელები და მოაცხეთ ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ღუმელში და აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია!

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 2187 | დაამატა: balu | ტეგები: gvezeli, გურული ღვეზელი, Kulinaria, ყველიანი ღვეზელი, ცომეული, receptebi, comeuli, ღვეზელი, sashobao gvezeli | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.