Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 17 » შაქარლამას ორცხობილა /shaqris orcxobila (kulinaria, receptebi)
10:41 AM
შაქარლამას ორცხობილა /shaqris orcxobila (kulinaria, receptebi)

ინგრედიენტები:
2 მთელი 3/4 ჭიქა(3 ჭიქამდე) ფქვილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1/2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
225 გრამი დარბილებული კარაქი
1 1/2 ჭიქა შაქარი
1 კვერცხი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
---- გააცხელეთ ღუმელი 190°C-მდე(375F). პატარა თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საჭმელი სოდა და გამაფხვიერებელი.
---- დიდ თასში გათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად. ჩაუმატეთ კვერცხი, ვანილი და განაგრძეთ თქვეფა. თანდათანობით და მორევით ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი ნარევი მცირე ზომის თასიდან. მიღებული ცომის მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და დაალაგეთ უცხიმო საცხობ ფირფიტაზე.
---- აცხვეთ შაქარლამა 8-10 წუთი, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ 2 წუთით დატოვეთ საცხობ ფირფიტაზე და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე გასაცივებლად.გამოდის 30-40 შაქარლამა
დრო მოსამზადებლად: 15 წუთი; დრო გამოსაცხობად: 10 წუთი. -

კატეგორია: დესერტები | ნანახია: 1247 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, კულინარია, დესერტები, tkbileuli, შაქარლამა, receptebi კულინარია, ტკბილეული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.