Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 17 » სტაფილოს ნამცხვარი /stafilos namcxvrebi (kulinaria, receptebi)
2:59 PM
სტაფილოს ნამცხვარი /stafilos namcxvrebi (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ცალი კვერცხი
1 მთელი 1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
3 ჭიქა გახეხილი სტაფილო
1 ჭიქა დაჭრილი თხლი/ნუში/ნიგოზი
* 115 გრამი დარბილებული კარაქი
225 გრამი ნაღების ყველი/კრემ-ყველი
4 ჭიქა დაფქული შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 ჭიქა დაჭრილი თხლი/ნუში/ნიგოზი*
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცხიმი(კარაქი) და მოაყარეთ ფქვილი 22.5×32.5სმ ზომის საცხობ ფორმას.
2. დიდი ზომის თასში კარგად გათქვიფეთ 4 კვერცხი, ზეთი, 2 ჭიქა შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. მეორე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, მარილი და დარიჩინი. ჩაუმატეთ ეს მშრალი მასა კვერცხის მასას პირველ თასში და კარგად შეურიეთ(კვლავ გამოიყენეთ მიქსერი). ბოლოს ჩაუმატეთ 3 ჭიქა გახეხილი სტაფილო(მიიღებთ 6-8 საშუალო ზომის სტაფილოს გახეხვით) და თხილი(*სურვილისამებრ). მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს. გადაიტანეთ ფორმაში და აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი ჯერ ფორმაშივე გააცივეთ 10 წუთით და შემდეგ მოათავსეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.
3. ერთად გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ნაღების ყველი. ჩაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ ერთგვაროვანი კრემისებრი მასის მიღებამდე. გადაანაწილეთ კრემი კარგად გაცივებულ ნამცხვარზე და მოაყარეთ ზემოდან თხლად დაჭრილი თხილი/ნუში/ნიგოზი(*სურვილისამებრ). P.S. სცადეთ ქიშმიშითაც ;)

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1729 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, კულინარია, tkbileuli, ტკბილეული, namcxvrebi, ნამცხვარი, samzareulo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.