Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » ტარხუნის ღვეზელი /tarxunis gvezeli (kulinaria, receptebi)
7:08 PM
ტარხუნის ღვეზელი /tarxunis gvezeli (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები
: ცომისთვის

1 კილოგრამი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
160 გრამი კარაქი
400 მილილიტრი ნელთბილი წყალი
1 ჩაის კოვზი მარილი

შიგთავსისთვის
70 გრამი მოხარშული ბრინჯი
5 ცალი კვერცხი
200 გრამი ახალი ტარხუნა
200 გრამი მწვანე ხახვი
1 მწიკვი შავი წიწაკა
1 ჩაის კოვზი მარილი
5 გრამი კარაქი
10 მილილიტრი ზეთი
 მომზადების წესი ~
1. მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეთ ფენოვანი ცომი. იხილეთ: ფენოვანი ცომის მომზადების წესი.
2. მოაცალეთ ტარხუნის ღეროებს ფოთლები და დაჭერით ისინი ხახვთან ერთად. მოხარშეთ 3 ცალი კვერცხი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დანარჩენი ორის გული და ცილა განაცალკევეთ ერთმანეთისგან.
3. გააცხელეთ ტაფა და მოასხით ზეთი. შუშეთ ხახვი და ტარხუნა მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.
4. თასში ერთმანეთს შეურიეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, 2 კვერცხის ცილა, მარილიან წყალში მოხარშული ბრინჯი, მოშუშული ხახვი და ტარხუნა, მწიკვი წიწაკა და 1 ჩაის კოვზი მარილი.
5. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომის 2/3 ნაწილი დაახლოებით 6 მილიმეტრის სისქის 22×42სმ ზომის ოთხკუთხედად. გაანაწილეთ მასზე ტარხუნის მასა ისე, რომ დაგრჩეთ 6-6სმ ზომის თავისუფალი კიდეები და ჩარჩოსებურად გადააკეცეთ ისინი ზემოდან. გააბრტყელეთ ცომის დარჩენილი 1/3 ნაწილი 16×36სმ ზომის ოთხკუთხედად და დააფარეთ ტარხუნის ჭრილს ზემოდან.
6. გათქვიფეთ 2 კვერცხის გული 5 გრამ კარაქთან ერთად და მოაცხეთ ტარხუნის ღვეზელის ზედაპირს. შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი ყავისფერი შეფერილობის არ გახდება.

კატეგორია: ცომეული | ნანახია: 1318 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, ცომეული, gvezeli, comeuli, ღვეზელი, Kulinaria, რეცეპტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.