Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 11 » თეთრი შოკოლადის ტორტი/tetri shokoladis kremi(kulinaria, receptebi)
8:15 PM
თეთრი შოკოლადის ტორტი/tetri shokoladis kremi(kulinaria, receptebi)

მასალა კრემისთვის:
150 გ. თეთრი შოკოლადი
150 გ. არაჟანი
 2 ს.კ. შაქრის პუდრა
400 გ. ნაღები (ცხიმ. 33-35%)
მასალა ბისკვიტისთვის:
6 კვერცხი
1 მწიკვი მარილი
250 გ. შაქარი
200 გ. დაფქული ნუში
1 ს.კ. სახამებელი
პერგამენტი ფორმისთვის
დაშაქრული ვარდი მოსართავად
მასალა მოცემულია ტორტის 24 სმ. დიამეტრის გასახსნელ ფორმაში გამოსაცხობად
კრემისთვის
დატეხეთ შოკოლადი, შეათბეთ არაჟანი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ შოკოლადი და გაადნეთ, თან ურიეთ. მიღებული მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით გასაცივებლად გრილ ადგილას 30 წუთით.
--გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი.
-- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გული, თან ურიეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ერთმანეთში არეული ნუში და სახამებელი. ცომი მოათავსეთ ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე 30 წუთი. ოდნავ რომ გაგრილდება, გადმოიღეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ თითო-თითო კოვზი გაცივებული შოკოლადიანი მასა. ნუშის ბისკვიტი გაჭერით სიგანეზე. ქვედა ფენას წაუსვით შოკოლადის კრემის 1/3. დაადეთ ზედა ფენა და დარჩენილი კრემი წაუსვით გვერდებსა დაზედაპირზე.
ტორტი მორთეთ დაშაქრული ვარდით.
ტორტი გამოდის 12 ნაჭერი

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 947 | დაამატა: balu | ტეგები: desertebi, კულინარია, დესერტები, Kulinaria, რეცეპტები, namcxvrebi, ნამცხვრების მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.