Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 10 » ცეზარი/cezari(kulinaria, receptebi)
5:06 PM
ცეზარი/cezari(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
115 გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 ცალი ქათმის ფილე
2-3 კონა სალათის ფურცლები
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი)
1/4 ჭიქა მაიონეზი
1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
2 ანჩოუსის ფილე
1 კბილი ნიორი მარილი და წიწაკა გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ
 2. ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.
3. გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად
. 4. დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად! - 

კატეგორია: სალათები | ნანახია: 858 | დაამატა: balu | ტეგები: receptebi, სალათები, cezari, ცეზარი, სალათების მომზადება, კულინარიაsalatebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.