Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2016 » იანვარი » 16 » უგემრიელესი ტარტალეტკები /ugemrielesi tartaletkebi (kulinaria, receptebi)
6:46 PM
უგემრიელესი ტარტალეტკები /ugemrielesi tartaletkebi (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრ. მარგარინი
1 ც. ვანილი
4 ც. კვერცხი
1,5 ჭ. შაქარი ფქვილი ჯემი
 ~ მომზადების წესი ~
1. ცომისთვის: 200 გრამი მარგარინი სულ ოდნავ გავალღოთ ცეცხლზე, შემდეგ კი კოვზით ავზილოთ. დავამატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული სათითაოდ, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. შემდეგ სპეციალურ ფორმებში ჩავდოთ პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ.
2. ბეზესათვის: 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ მწიკვი მარილი. ბეზე რომ ამოვა, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ცოტა ვანილი და შეუჩერებლად ვთქვიფოთ 1 საათის განმავლობაში, რომ ბეზე კარგად ამოვიდეს. როდესაც ცომი გამოცხვება, გადმოვიღოთ ფორმებიდან და ზემოდან წავუსვათ შინდის ჟემი. ანდაც შეგვიძლია დავადოთ მაყვლის მურაბა, შემდეგ კი ტორტის მოსართავში ჩავასხათ ბეზე და მოვრთოთ ლამაზად. ბეზეზე ზემოდან შეგვიძლია მოვაწუწოთ შოკოლადის მინანქარი. გემრიელად მიირთვით

კატეგორია: ნამცხვრები | ნანახია: 1681 | დაამატა: balu | ტეგები: დესერტები, tkbileuli, ტკბილეული, sxvadasxva, desertebi kulinaria, რეცეპტები, ტარტალეტკები | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.