ღუმელში მოხრაკული უგემრიელესი კარტოფილი
ამგვარად მომზადებული კარტოფილი ბევრ ბერძნულ ოჯახში მთავარი კერძია. შემწვარი ბატკნის თუ ქათმის ხორცთან ერთად შეზავებულს, ან თუნდაც ცალკე მომზადებულს, მას კვირაში რამდენიმეჯერმეც მიირთმევენ. კარტოფილის ნაჭრები უგემრიელესია და მათზე, რომლებიც უფრო მეტად შეყავისფრდებიან და ტაფას ოდნავ მიეკრობიან, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. ამ კერძის მომზადების შემდეგ ჭურჭლის გარეცხვა ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ ტაფაში უბრალოდ მდუღარე წყლის ჩასხმა და ერთი საათით დატოვება მარტივად აგვარებს ამ პრობლემას