ნუშის რძე - ცხოველური რძის კარგი ალტერნატივაა. გარდა იმისა რომ იგი საოცრად გემრიელია, ძალიან სასარგებლოცაა: შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, ფოლის მჟავას, კალციუმს, თუთიას და E ვიტამინს. ნუშის რძეს იყენებენ საკონდიტრო სფეროში, კრემების და სხვა დელიკატესების მოსამზადებლადაც.