ჩვენ ოჯახში ამ კერძს დიდებიც და პატარებიც ,,კოკოშკას” ეძახიან, თუმცა შეგვიძლია შემწვარი გუფთებიც ვუწოდოთ :) ვინაიდან ეს სადილი უდიდესი სიყვარულით და მოწონებით სარგებლობს, მისი გაკეთება ხშირად გვიწევს. ჩვეულებრივი გუფთისაგან ძალიან განსხვავდება არომატითაც და გემოთიც, ასე რომ გირჩევთ თქვენც სცადოთ.. არავინ დარჩება გულგრილი ამ უგემრიელესი სადილის მიმართ!