რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ჭიქა შაქარი
3 სუფრის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
1/2 ჭიქა(110გ) მარგარინი
1/2 ჭიქა რძე
1 მწიკვი მარილი
3 ჭიქა ჰერკულესი
1/2 ჭიქა არაქისის კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
~ მომზადების წესი ~
1. ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კაკაო, მარგარინი, რძე და მწიკვი მარილი. სწრაფად მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.
2. მალევე ჩაუმატეთ ჰერკულესი, არაქისის კარაქი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად შეურიეთ
. 3. სადილის კოვზის გამოყენებით სწრაფ-სწრაფად ამოიღეთ ქვაბიდან თითო ორცხობილის მასა და დაალაგეთ ქაღალდით დაფარულ ზედაპირზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით. კარგად გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!
|