რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ქათმის მკერდი
3 მოზრდილი თავი ხახვი
3 მოზრდილი წვნიანი პამიდორი
20 გრამი ქორფა ქინძი
20 გრამი ქორფა ოხრახუში
1 ცხარე მწვანე წიწაკა
50 მილიგრამი ღვინის ძმარი
6 ს/კ ზეთი 4-5 დაფნის ფოთოლი
4 კბილი ნიორი
1 ს/კ წითელი წიწაკა მარილი გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი და დაფნის ფურცლები. დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი და წყალი; ადუღეთ სანამ წყალი და ძმარი არ დაშრება (დროგამოშვებით ურიეთ).
2. წყლის დაშრობის თანავე, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი ძმარი და დაჭრილი ხახვი და თუშეთ სანამ ხახვი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. 3. გაფცქვენით პამიდორი და წვრილად დაჭერით; კანი გააცალეთ ნიორს და პამიდორთან ერთად ჩაუმატეთ ხორცს ქვაბში; თუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ
. 4. სულ ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკა და მარილი.
|