7:32 PM ხაჭოს რგოლები /xachos rgolebi (kulinaria, receptebi) | |
მასალა 14 რგოლისთვის: ადუღეთ 125 გრამ მარილიან წყალში კარაქი. ჩაყარეთ ფქვილი და ადუღეთ მორევით მანამ, სანამ ცომი ქვაბის კედელს არ მოშორდება. შემდეგ გააცივეთ და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ღუმელი გაახურეთ 220 გრადუსზე. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე დადეთ 8 სანტიმეტრის დიამეტრიანი რგოლები და შედგით ღუმელში 25 წუთით. 50 მლ წყლით, შაქრითა და ლიმონის წვენით მოადუღეთ გამჭირვალე ვაჟინი. შეურიეთ ჯემს და წაუსვიეთ რგოლებს. მინანქრისთვის 200 გრამი შაქრის პუდრი, ლიმონის წვენი და არაყი გალესეთ, მოასხით რგოლებს და ჰორიზონტალურად გაჭერით შუაზე. კრემისთვის ხაჭო და შაქრის პუდრი, ჟელატინი, ნაღები და ჟოლო ათქვიფეთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |