ინგრედიენტები:
½ ჭიქა დარბილებული ქარაქი
¾ ჭიქა შაქარი
1 ცალი კვერცხი
1¼ ჭიქა ფქვილი
½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
½ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
¼ ჩაის კოვზი მარილი
225 გრამი ნაღების ყველი
½ ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
სასურველი ხილი მოსართავად
---- გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ
-----: დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.
|