1:21 PM ლულაქაბაბი /lulaqababi (kulinaria, receptebi) | |
მასალა: ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა , ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაჭილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური, ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |