მასალა:
1 კგ. კარტოფილი
½ ჭიქა რძე
150 გ. ყველი (შვეიცარული)
1 კვერცხი
50 გ. ნაღების კარაქი
1–2 კბილი ნიორი
მუსკატი პილპილი და მარილი
ავარჩიოთ გრძელი კარტოფილი, გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, წავუსვათ დანაყილი ნიორი და დავალაგოთ ტაფაზე. 100 გ. გახეხილი შვეიცარული ყველი, რძე, ათქვეფილი კვერცხი და მუსკატი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ პილპილი, მარილი და მოვასხათ კარტოფილს. ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი 50 გ. გახეხილი ყველი, ტაფა დავდგათ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. შემდეგ დავახუროთ თავსახური და შევდგათ ღუმელში. 30 წუთის შემდეგ ტაფას მოვხადოთ თავსახური და ისევ შევდგათ ღუმელში 15 წუთით
|