მასალა:
1 კილოგრამი კალმახი (საშუალო ზომის)
1 ცალი ლიმონი
1 კოლიგრამი კარტოფილი
½ ჩაის კოვზი შავი პილპილი
4 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი გემოვნების მიხედვით
1) მდუღარე მარილწყლიან ქვაბში ჩავაწყოთ კარგად გარეცხილი და გამოწალული საშუალო ზომის მთელ-მთელი კალმახი და ვხარშოთ მანამ, სანამ თევზს თვალები არ გაუთეთრდება და წყლის ზედაპირისკენ არ დაიწყებს ამოტივტივებას. წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ თევზს ოდნავ ფარავდეს. ქვაბში, თევზის ხარშვისას, ასევე ჩავყაროთ 4 ცალი დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი.
2) მოხარშული კალმახი დავაწყოთ მოგრძო თეფშზე, ზედ მოვაყაროთ ლიმონის თხელი ნაჭრები. გარნირად გავუკეთოთ კარტოფილის პიურე. აცალეთ გაგრილება და მიირთვით გემრიელად! პ.ს. ამ მეთოდით შესაძლებელია სხვა ჩქარი მდინარის თევზის მომზადებაც
|