მასალა:
2 კონა სალათის ფოთოლი
4 ფორთოხალი
2 ს/კ ლიმონის წვენი
1 ს/კ შაქარი
6 ს/კ მცენარეული ზეთი
პილპილი და მარილი
-- გავასუფთაოთ 3 ფორთოხალი, დავყოთ ლებნებად, გამოვაცალოთ თესლი და თითოეული ლებანი გავჭრათ 2 ნაწილად. სალათა კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. სალათის ფოთლები ლამაზად დავაწყოთ სასალათეზე, შუაში დავაწყოთ ფორთოხლის ლებნები. ცალკე ავურიოთ ჯამში პილპილი, მარილი, ლიმონის წვენი, შაქარი, მცენარეული ზეთი, მეოთხედი ფორთოხლის წვენი და მიღებული მასა მოვასხათ სალათას. გავაცივოთ და მაგიდასთან მიტანის წინ ყველაფერი კარგად ავურიოთ
|