7:39 PM სალამისი (თევზის ფილე ბერძნულად) /salamisi (kulinaria, receptebi) | |
მასალა: თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ზეთის ნახევარი (მითითებული ნორმის), მოვშუშოთ მასში წვრიალდ დაჭრილი ხახვი, ნიორი, შემდეგ დავაწყოთ თევზი, მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ მწვანილი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაში. დავჭრათ თხელ რგოლებად ბულგარული წიწაკა და დარჩენილ ზეთში შევწვათ ცალკე ტაფაზე. 10 წუთის შემდეგ წიწაკას დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი, გაფრცქვნილი კიტრი, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ შუაზე გაჭრილი პამიდორი და შევაზაოთ გემოვნებით პილპილითა და მარილით. როცა ბოსტნეული მზად იქნება, გადავიტანოთ ტაფაზე, სადაც თევზია და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, დაბალ ცეცხლზე. მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი თეთრ პურთან ან კარტოფილთან ერთად | |
|
სულ კომენტარები: 0 | |