რეცეპტის ინგრედიენტები: 2 ცალი საშუალო ზომის ქაშაყი 1-1 კონა კამა და ოხრახუში 20 გრ. მჭადის ფქვილი კარაქი შესაწვავად მარილი გემოვნებით ლიმონი სურვილისამებრ ~ მომზადების წესი ~ 1. თევზი გამოშიგნეთ, გარეცხეთ. გარედან და შიგნიდან წაუსვით მარილი. შემდეგ მოაყარეთ აკეპილი მწვანილი. 2. ამოავლეთ მჭადის ფქვილში და შებრაწეთ ტაფაში წინასწარ გამლღვალ კარაქში. სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ ლიმონის წვენიც მოასხათ -