7:44 PM თევზი სოკოთი /tevzi sokoti (kulinaria, receptebi) | |
მასალა: ნედლი თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილწყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ ქამა სოკო, წვრილად დაჭრილი ოხრახუშის და ნიახურის ძირები, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო. მეორე ქვაბში ჩააჭყეთ მოხარშული, დაჭრილი თევზი და ზედ ზეთი დაასხით. როცა მოიშუშება, ცოტა თეთრი ღვინო დაასხით. წამოდუღებისას გადმოდგით. თევზი დიდ თეფშზე გადმოიღეთ, ზედ მოხრაკული ხახვი და სოკო მოაყარეთ. გვერდებზე და ზემოდან შემოუწყვეთ ლიმონის ტხელი ნაჭრები, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. მიირთვით გემრიელად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |