შემადგენლობა:
125 გრამი ვარდის ყვავილის ფურცლები
½ ჩაის კოვზი ვარდის სიროფი
10 ნატეხი შაქარი
½ ჩაის კოვზი ლომონმჟავა
~ მომზადების წესი ~
1) ვარდის ფურცლები გავრეცხოთ ცივ წყალში. ჩავყაროთ ქვაბში, წყალი დავასხათ, ქვაბს თავსახური მჭიდროდ დავაფაროთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მივიყვანოთ
. 2) ადუღებისთანავე გადმოვდგათ და თავსახურის აუხდელად გავაცივოთ. შემდეგ გავწუროთ, შაქარი დავუმატოთ და იქამდე შევათბოთ, სანამ შაქარი არ გალღვება (ოღონდ არ ავადუღოთ). ისევ თავსახურის აუხდელად გავაცივოთ.
3) შემდეგ ვარდის სიროფი და ლიმონის წვენი ჩავასხათ. კარგად მოვურიოთ და ჭიქებში გადატანილი გემრიელად მივირთვათ.
|