რეცეპტის ინგრედიენტები:
55 გრამი კარაქი
4 ცალი ვაშლი
2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
1/2 ჭიქა ცივი წყალი
1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი ~ მომზადების წესი ~
1. გათალეთ ვაშლები, ამოაცალეთ გული და დაჭერით 5-6 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დადგით ქვაბი ან ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ვაშლი და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. თან მუდმივად ურიეთ.
2. გახსენით სიმინდის ფქვილი წყალში და შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლს. შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დაფქული დარიჩინიც. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ პერიოდულად. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად. სურვილისამებრ: შეამცირეთ სიმინდის ფქვილი 1 კოვზამდე; ყავისფერ შაქართან და დარიჩინთან ერთად დაუმატეთ 1 კოვზი ვანილიც და დაფქული მუსკატის კაკალიც. ცოტაოდენი ნიგოზიც და ქიშმიშიც, თუ გიყვართ. ძალიან გემრიელია ბლინებთან და ნაყინთან ერთად.
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.