რეცეპტის ინგრედიენტები:
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ჭიქა შაქარი
2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
4 ცალი ვაშლი
~ მომზადების წესი ~
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 23×33სმ ზომის საცხობ ლანგარს. ვაშლები გათალეთ, ამოაჭერით გული და დაჭერით კუბიკებად.
2. გათქვიფეთ 2 კვერცხი და მცენარეული ზეთი მიქსერით, კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად შეურიეთ.
3. ერთმანეთს ჯერ ცალკე შეურიეთ ფქვილი, მარილი, სოდა, დარიჩინი და შემდეგჩაუმატეთ კვერცხის მასას. კარგად შეურიეთ. მიღებულ სქელ ცომს ხის კოვზით ჩაუმატეთ ვაშლის კუბიკები
. 4. მომზადებული მასა გადაანაწილეთ საცხობ ლანგარზე და აცხვეთ გახურებულ ღუმელში ასე 45 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ვაშლის ნამცხვარი გააცივეთ ცხაურზე და სურვილისამებრ გამოიყენეთ თხლად დაჭრილი ნუში და შაქრის პუდრა გასაფორმებლად
. ნუტრიცია:
კალორიები: 201კ.კალ. ქოლესტერინი: 18მგ. ნახშირწყლები: 27.7გ. ცხიმები: 9.7გ. პროტეინი/ცილა: 1.7გ.
|